RSS Feed

”ვეფხისტყაოსანი” შინაარსი+პერიფრაზი

22

პროლოგი


(more…)

“მერანი”-საქართველოს ისტორია და ქართული ხასიათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართველ რომანტიკოსთა შორის ყველაზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი პიროვნებაა პირადად ჩემთვის.იგი არაჩვეულებრივად ახერხებს საკუთარი განცდებისა და ემოციების მკითხველამდე მიტანას და დიდი შთაბეჭდილების მოხდენას. მისი ნაწარმორბებიდან რთულია, რომელიმე გამოარჩიო,მაგრამ მათგან ყველაზე ემოციური,ოპტიმიზმით აღსავსე და მნიშვნელოვანია -ქართული რომანტიზმის მწვერვალი – “მერანი”.
პოეტის მძიმე და ტრაგიკული ცხოვრების მიუხედავად, იგი მაინც არ ეპუება ამ მძიმე ბედისწერას, ებრძვის და ცდილობს არ დააჩოქოს ცხოვრებამ.იბრძვის თავდაუზოგავად და “ყორანს”,რომელიც ბედისწერის ტოლფასია ამ ლექსში გაურბის.
პოეტის ასეთი სულისკვეთება არის ნამდვილი ქართული სულის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი,რის გარეშეც ვერცერთი ქართველი ვერ დაამარცხებს მტერს.
ლექსში ნიკოლოზ ბარათაშვილი-იგივე ლირიკული გმირი, როგორც ვთქვი ქართველ პატრიოტს და ქართულ სულს შეგვიძლია  შევადაროთ.ბედისადმი დამოურჩილებლობა ხომ ისაა,რაც წარსულში ბრძოლებს გვაგებინებდა,მტერს გვამარცხებინებდა და რამაც აქამდე მოგვიყვანა. პოეტი იბრძვის არამარტო საკუთარი თავისათვის,არამედ მომავალი თაობისათვის.
” და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს.”
ასევე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები მტერთან ბრძოლაში.ისინი არამარტო საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძოდნენ,არამედ მათი შვილებისთვის,შვილიშვილებისთვის, ჩვენთვის.როგორც პოეტი სწირავს თავს ბედთან ბრძოლაში,ასევე ჩვენთვის.პოეტის მთავარი მტერი ბედისწერა და ცხოვრებაა,რომელსაც კი არ უშინდება,არამედ  ბრძოლაში იწვევს.ასეთი გამბედაობაც ჭეშმარიტი ქართული სულის მახასიათებელია.ის თითოეული თვისება,რომელიც ლირიკულ გმირს ახასიათებს,ზუსტად შეესაბამება ქართულ ხასიათს,შავი ყორანი – საქართველოს მტერს, ლექსი კი საქართველოს.თვითონ პოეტის ბიოგრაფიაც შეგვიძლია შევადაროთ საქართველოს ისტორიას. ბევრი იმედგაცრუება,ტკივილი, წარუმატებლობა, ცრემლი და დამარცხება შეხვდა ორივეს,მაგრამ ამან არ შეაშინა,პირიქით ძალა შეჰმატა  მომავლისთვის საბრძოლველად. ამგვარად როგორც პოეტი ამბობს:
“დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!”
მე მჯერა,რომ თუ ასეთი სულისკვეთება იქნება თითოეული ქართველის ხასიათში,როგორც პოეტს აქვს,საქართველოს ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის,რადგან ლირიკულმა გმირმა უკან ჩამოიტოვა თვალბედითი შავი ყორანი და ბედისწერა დაამარცხა

ჩემი შემოქმედებიდან (6) Poetry

Image Read the rest of this entry

ჩემი შემოქმედებიდან (5) Poetry

Image Read the rest of this entry

ჩემი შემოქმედებიდან (4) Poetry

                                       Image Read the rest of this entry

ჩემი შემოქმედებიდან (3) Poetry

Image Read the rest of this entry

ჩემი შემოქმედებიდან (2) Poetry

Image
   Read the rest of this entry

%d bloggers like this: